„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. კმ12-კმ72 მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ11 მონაკვეთზე დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
9 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო და გზაზე რამდენიმე მანქანა ჩარჩა. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. 10 აგვისტოს დილიდან გზის გაწმენდა დაიწყო და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგა. ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, 17:00 საათიდან გზა კვლავ ჩაიკეტა და მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობა აკრძალული იყო, 11 აგვისტოს კი მოძრაობა დღის განმავლობაშიც აიკრძალა.