„პოლონეთის მოქალაქეები ჯავას რაიონში დააკავეს. 3 სექტემბერს რაიონულმა სასამართლომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააჯარიმა. იმავე დღეს, 21:30 საათზე, ისინი რესპუბლიკის საზღვრებიდან გააძევეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს“, - განაცხადეს ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტში.
შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 ქართველი მოლაშქრე დააკავეს. ცხინვალის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ, 30 აგვისტოს გაათავისუფლეს.