weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს

14:50 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018
ფოტო: RFE / RF ფოტო: RFE / RF

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს, რის გამოც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას ტოვებს.

TI-ის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები - პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თბილისის მერი, იუსტიციის მინისტრი და სხვები არაკორექტული და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას.

„განსაკუთრებული აგრესიის სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან. არასამთავრობოებს „ქართული ოცნების“ ლიდერები პოლიტიკურად ანგაჟირებულ და ფაშისტურ ორგანიზაციებად მოიხსენიებენ.

განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ამას ემატება ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიების მიკერძოებული გაშუქება, რომელთა მიზანიც მოსახლეობის თვალში სამოქალაქო სექტორის რეპუტაციის შელახვაა“, - ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შეტევები მას შემდეგ დაიწყო, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საარჩევნო გარემოს შუალედური შეფასებები გამოაქვეყნეს.

„ის უწყებები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, თავად იყენებენ ამ რესურსს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ტოვებს უწყებათშორის კომისიას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ და კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო პროფესიონალური, მიუკერძოებელი და ნდობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ გადაწყვეტილებებს.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სწორედ მმართველი პარტიის ლიდერებს და კომისიის თავმჯდომარეს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს მმართველ პარტიას და უწყებათშორის კომისიას, მიიღონ შესაბამისი ზომები და შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც „კამპანიურ სახეს იძენს და საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მომტანია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]