საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ.ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ.
საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაჭრილი საქართველოს მოქალაქე 26 წლის რამინ ბაქიროვია. ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრია.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხის რაიონში დაფიქსირდა. მიწისძვრა ნგრევა არ გამოუწვევია.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 7 დეკემბერს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ…
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაგეგმური შემოწმებისას ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, რომელიც დღეს, დილით აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ ბავშვების გამოსაკვებად.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქარელის რაიონის სოფელ დირბში 22 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ნათესავია და უკვე დაკავებულია.
თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია. საათით უკონტაქტო გადახდის პროცესი ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ამისათვის Garmin-ის საათში სასურველი ბარათების დამატება და საათის გადახდის…
მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს „საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11