საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო კრებამ დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წარდგინება და დე ფაქტო გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე ესშოუ კაკალია თანამდებობებიდან დაითხოვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 47 წლის სიძემ სანადირო თოფიდან გასროლით 61 წლის სიმამრი მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო მოხდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება ე.წ. „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით მისცა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 12 049-მა მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 40.7% გოგოა, ხოლო…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის…
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.
მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი არ წყდება. სამძიმრის სათქმელად პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან მიდიან. ხუთი შვილის მამა, 36 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს.…
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება გაზარდა.
პანკისის ხეობაში 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს. მკვლელობა დღეს, სოფელ საკობიანოში მოხდა. დაჭრილია სულ მცირე 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა, ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11