საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ.
„ამან პანკისში ძალიან ბევრი პრობლემა უკან მოიტოვა, იმდენად ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. კანაფსაც აღარ ეხება საქმე, რომლის მოხმარებაც ძალიან გაზრდილია, 11-12 წლის ბავშვები უკვე მარიხუანას ეწევიან. წარმოიდგინეთ რა სიტუაცია გვაქვს. ახალგაზრდა…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, დავით-გარეჯში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანისთვის ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა ვახტანგ რობაქიძეს, რომელიც სამართალდამცავებმა პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს.
პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. ხანძრის შედეგად დაიწვა აკლდამის ჭერი, ფანჯრები, ავეჯი და სხვა ინვენტარი. ქერიმ დუიშვილს ხეობაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი…
ბაკურიანში, ერთ-ერთ კაფე-ბარში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების შემდეგ, 33 წლის ვახტანგ რობაქიძე დააკავეს. რობაქიძე „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე 30 წლის გიორგი იჩუკაიძე დააკავეს. დაკავებული ახმეტის რაიონში…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:
წელს პირველად სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ბუნებრივ აირს ახალაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. ადიგენი-გოდერძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა და 11.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11