საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური ლორა სმიტის მიმართ სექსუალურ ძალადობას უარყოფს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით,…
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დირექტორები შეიცვალნენ. პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ. გამოკითხვა 12:00 საათზეა დანიშნული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას შენობიდან სტუმრების გაყვანა და საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა. ადმინისტრაციას ამ მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ნაირა კვაჭაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი გოგონა პაპამ ნახა.
ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მოტოციკლით მშენებარე სახლს შეეჯახა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოქმედ ტაქსებს 21 აგვისტოდან ლიცენზიის აღება იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. მისივე თქმით, 1-ლი აგვისტოდან დღემდე ტაქსით მომსახურების ნებართვა 200-ზე მეტმა მძღოლმა აიღო.
ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელია, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11