weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის ბიჭი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

თუშეთში, სოფელ შენაქოს გზაზე კომპანია „ბილაინის“ საწვავმზიდი გადაბრუნდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მანქანის გადავარდნის შედეგად საწვავის ნაწილი დაიღვარა, თუმცა დიზელი მდინარეში არ ჩაღვრილა.

ღამის კლუბმა „ბასსიანმა“ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 15 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. კლუბის ადმინისტრაციის განცხადებით, მოსკოვში გამოსვლაზე მათ გადაწყვეტილებას ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც ღონისძიება…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებული მ.თ.…

ძლიერი წვიმის შედეგად აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ქუჩები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარების თხოვნით ბათუმიდან 80 შეტყობინება მიიღეს, ქობულეთიდან კი 36.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მის მიერვე დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორად „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ყოფილი უფროსი დავით კაკაბაძე დანიშნა. მედიააკადემიის მიზანი ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებაა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, რომელიც ძლიერი წვიმით გამოწვეული დაზიანებების გამო, გუშინ საღამოდან ჩაკეტილი იყო, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც „რეგინფოს“ გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა უთხრა, თუ წვიმა გაგრძელდა,…

ბათუმში, გმირთა მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტაქსის შეეჯახა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა პროკურატურის საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ჩხოროწყუში, გერმანელ ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე მამაკაცს, სასჯელის სახით 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან მსჯავრდებული 3 თვეს ციხეში…

ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. თუშეთის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]