weather cur horoscope tv
მაისი 11, 2024

საზოგადოება

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც 17 ქართველი და 2 რუსი მეზღვაური იმყოფება, ტოგოს რესპუბლიკაში, ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ზე, პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მათგან ორი საქართველოს, ორი კი ირანის მოქალაქეა.

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ზე წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, გოგონა კი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა. რადიო „ათინათის“ ინფომაციით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

გორის რაიონის სოფელ კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

გვინეის ყურეში 14 აგვისტოს გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, გამოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის გემი მიემართება ლომეს პორტში, რომელიც ტოგოს რესპუბლიკაში მდებარეობს.

ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის…

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს. სვანაძის განცხადებით, ის იმ ავტომობილს მიუახლოვდა, რომელშიც კანცლერი იმყოფებოდა და დაიყვირა „აქ დემოკრატია არ არის“, რა…

სვანეთში, უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო და ადიგენში ცვლის უფროსად მუშაობდა.

ჯანდაცვის სამინისტრო პარამედიკოსების პროგრამის განხორციელებას გეგმავს, რაც გულისხმობს მაღალმთიან სოფლების მცხოვრებთა ტრენინგს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, თანასოფლელებს გადაუდებელი დახმარება სასწრაფო დახმარების…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]