საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიებს წინადადების წარდგენა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
თბილისში, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სავარაუდოდ ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედებით, ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ადვოკატმა ლალი აფციაურმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.
„ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგანან ქართული ოჯახები, მათ უკან დგას…
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც არაუმეტეს 500-კაციანი ციხეების აშენებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ლი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. გახარიას განმარტებით, ბოლო თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტროში 500-ზე მეტი ადმინისტრაციული პოზიცია შემცირდა, რამაც უწყებას…
ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ძმამ დანით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონა დვალიშვილი და 68 წლის მანსურ პეტრენდიშვილი, სოფლების -…
საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე მაღალი ძაბვა გაითიშა, რის გამოც მატარებლების N804 თბილისი-ბათუმი, N869 ზუგდიდი-თბილისი და N871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.
უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ღონისძიების დაწყების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ მათი წინასწარი ინფორმირება არ ხდებოდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11