weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა

17:18 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018
ფოტოზე ვიქტორ ჯაფარიძე ფოტოზე ვიქტორ ჯაფარიძე

პარლამენტის წევრის, ქართული ოცნებიდან მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია 50 000 ლარით დააფინანსა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ნათია ხვისტანმა სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს თანხა 10 ოქტომბერს ჩაურიცხა.

„რა თქმა უნდა, შევწირეთ იმიტომ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ვარ. ბიზნესი აქვს ჩემ ოჯახს. მხოლოდ ხელფასი არ ეყოფა ამ საქმეს“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ნათია ხვისტანმა, რომელიც შპს „ქცია 94-ის“ 66.99%-იანი წილის მფლობელია, „ქართულ ოცნებას“ სოლიდური თანხა 2017 წელსაც შესწირა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მან პარტია 55 ათასი ლარით დააფინანსა.

ვიქტორ ჯაფარიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების მთავარი ფიგურანტია. როგორც აღმოჩნდა, მან ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ციხეში 5-ჯერ მოინახულა.

„რუსთავი 2“-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს ეუბნება, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილი დაუსვას. ის ვიქტორ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვს და აბარებს, რა უნდა უთხრას მას.

ვიქტორ ჯაფარიძე IX მოწვევის პარლამენტის წევრად პარტიული სიით 2016 წელს აირჩიეს. VIII მოწვევის პარლამენტში ის მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]