weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე დააკავა

17:08 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018

„გირჩის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებმა დააკავეს. პოლიციამ ჯაფარიძე დედაენის ბაღიდან მას შემდეგ წაიყვანა, რაც „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ მისულებს მარიხუანა დაურიგა.

„ახლა რასაც გავაკეთებ, ჯიბეში მაქვს სამი ცალი „ჯოინთი“, ეს არის გასაღება. ამის გამო ადამიანებს ციხეში სვამენ. სრული სიგიჟეა. ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.

თუ მე დღეს ვერ დამიჭერენ იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი, ცნობადი სახე და საპრეზიდენტო კანდიდატი, ვერ უნდა დაიჭირონ ვერავინ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მოხვედით. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ისე არ გამოვიდა ეს ფესტივალი, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ მე რისი გაკეთებაც მინდოდა, გავაკეთე, ახლა ჯერი მთავრობაზე და პოლიციაზეა“, - განაცხადა ჯაფარიძემ მარიხუანას დარიგების შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, რის საფუძველზე დააკავეს „გირჩის“ ლიდერი.

დედაენის ბაღში დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ ჩატარება იყო დაგეგმილი. ზურაბ ჯაფარიძემდე სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში „გირჩის“ სამი ლიდერი და ორი მხარდამჭერი გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც „გირჩმა“ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ ჩატარება დააანონსა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

„იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევის მიმართ კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს გაატარებს“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ რამდენიმე დღის წინ.

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]