weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე ლია გიგაური იქნება

23:29 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

ლია გიგაური 2013 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

„ლია გიგაურს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური, მენეჯერული და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სწავლობდა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. ასევე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტზე. ასპირანტურა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტში გაიარა. არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

აქამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია იყო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]