weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს გაიმართება

20:44 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე მიიღეს. 28 ნოემბერი ოთხშაბათი, სამუშაო დღეა, რის გამოც, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოში უქმედ გამოცხადდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის თარიღის გამოცხადება რამდენიმე საათით თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დაასწრო. კალაძემ Edison Research-ის კვლევის შედეგებს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ 28 ნოემბერს რეალობა განსხვავებული იქნება.

სამუშაო დღეს კენჭისყრის დანიშვნას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სხდომის გამართვამდე ცესკოს მოუწოდეს, რომ არჩევნები 28 ნოემბრის ნაცვლად, 1-ელ დეკემბერს, შაბათ დღეს დაენიშნა. მათ მიაჩნიათ, რომ კენჭისყრის თარიღად შაბათის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა).

 

ამ თემაზე:

ემიგრანტებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა ღამის 12 საათამდე შეეძლებათ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]