weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბილბორდებზე „ოცნების“ ლიდერების გამოსახვა მეტი ხმის მოსაპოვებლად კარგი ნაბიჯია – კობერიძე

16:00 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე გამოსახვა პოლიტექნოლოგიის თვალსაზრისით არათუ მისაღებია, არამედ ამ ხერხის გამოყენება ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხმების რაოდენობაში პოზიტიურად აისახება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ღიად უჭერს მხარს და არჩევნების პირველი ტურის დროს პარტიის ლიდერები ვიდეორგოლებში მონაწილეობდნენ.

„ეს ყველაფერი მეორე ტურის დროს ბილბორდებზე აისახა. არ მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ისეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ ოფიციალური მხარდაჭერა აქვს. ეს კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად“, – აღნიშნა კობერიძემ.

დღეიდან ქალაქებში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი საარჩევნო ბილბორდები გამოჩნდა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული. ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილი არ ჩანს. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი საარჩევნო სლოგანები „არა დიქტატურას, აირჩიე თავისუფლება“ და „პრინციპული არჩევანი“. სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო სლოგანი აქამდე „ერთად საქართველოსთვის“ იყო.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბის პარალელურად, ორი შტაბი შექმნა. ცენტრალურ შტაბს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, თბილისის შტაბს კი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]