weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოიკოტს ვუცხადებ კოჰაბიტატორების არჩევნებს – სანდრო ბრეგაძე

13:08 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

„ქართული მარში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას გამორიცხავს, თუმცა, ამავე დროს „თავისუფალ არჩევანს“ აცხადებს. მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ვისაც სურს, შეუძლია მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. 

„ქართული მარში კატეგორიულად გამორიცხავს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას, ნებისმიერი ჩვენი წევრი ვინც ხმას მიცემს ვაშაძეს, გარიცხული იქნება მარშის რიგებიდან. ამავე დროს, ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს – ვისაც სურს, შეუძლია არ წავიდეს არჩევნებზე ან მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს.

პირადად მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილზე, რადგან დაზუსტებით ვიცი, რა მძიმე შედეგების მომტანი იქნება მისი პრეზიდენტობა. ამიტომ ბოიკოტს ვუცხადებ კოჰაბიტატორების არჩევნებს“, – აცხადებს ბრეგაძე.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ „ეროვნული ძალები“ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა: პირველი, პარლამენტიდან გაიწვევდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს და მეორე, დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა და ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე“, – განაცხადა ბრეგაძემ პირველ ნოემბერს.

2 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]