weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილი პირველი ვიზიტით ავღანეთში აღარ ჩავა

13:52 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში განახორციელებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ პირველ რიგში ავღანეთში გაემგზავრებოდა.

„მემგონი, არავისთვის საკვირველი არ იქნება, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპა, იქნება ბრიუსელი, იქნება ბერლინი და პარიზი; იქნება ის ბალტიის ქვეყნები, რომლის პრეზიდენტმა ქალმა მომილოცა გაპრეზიდენტება, გუშინ ღამით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნები გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

 

ამ თემაზე:

გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირველ რიგში ავღანეთში ჩავალ – სალომე ზურაბიშვილი 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]