weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხვალ ყველანი რუსთაველზე, ჩვენ უკან დამხევები არ ვართ – მიხეილ სააკაშვილი

16:33 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

„თუ ჩვენ დედის რძესავით შევირგებთ ამ ძალადობას, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის 100 ათასამდე მხარდამჭერის ხმა გააბათილეს. სააკაშვილი „ძალა ერთობაშიას“ მიერ 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და მოსახლეობას უსამართლობის გაპროტესტების მიზნით რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მშვიდობის, სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, ხვალ ყველანი რუსთაველზე. ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის და არა ჩემთვის და არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი მინდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს, თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. როგორც ჩარკვიანმა თქვა, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე, სამართალდამცველების თვალწინ მოხდა. ჩარკვიანი პოლიციას უმოქმედობაში სდებს ბრალს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული, მათგან ერთი - სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]