weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეცადეთ ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი – ვაშაძე ხელისუფლებას

18:05 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და მას ხელისუფლების მიერ მართული დაშინების კამპანიის ნაწილი უწოდა. 

„28 ნოემბერს გავიღვიძეთ კრიმინალურ ზონაში, სადაც აღარც პოლიტიკური პროცესია, აღარც კონსტიტუცია, აღარც არჩევნები ტარდება და ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალების ბანდები. დღეს ქუთაისში თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული „ბანდერლოგები“ და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ორგანიზებული კამპანია. არ გეგონოთ, რომ ეს იყო იზოლირებული მოვლენა. ისინი დილიდან მიზანმიმართულად ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში.

ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის მიერ, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ.

მინდა გითხრათ, რომ არავის არ ეშინია თქვენი. მეორეც, მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩვენ მიერ დასახულ გეგმას აუცილებლად განვახორციელებთ, მესამე - არც ერთი ჩვენი მხარდამჭერის, არც ერთი შტაბის აქტივისტისა და ხელმძღვანელის და ასევე, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველის დაშინების უფლებას არ მოგცემთ. ყველა ასეთ ფაქტს მივიტანთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დამიჯერეთ, ამის საშუალება მაქვს.

ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ. კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, იგივეს მოვითხოვთ ე.წ. ხელისუფლებისგან - ნუ დაკარგავთ ადამიანის სახეს. ეცადეთ დარჩეთ ქართველობის და ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი“, –განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მას და მის ქმარს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. როგორც ჩარკვიანმა თქვა, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე, სამართალდამცველების თვალწინ მოხდა. ჩარკვიანი პოლიციას უმოქმედობაში სდებს ბრალს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული. მათგან ერთი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]