weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რესპუბლიკური პარტია გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ უერთდება

13:12 კვირა, 02 დეკემბერი 2018

რესპუბლიკური პარტია ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას არ უერთდება. პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ იზიარებენ იმ მოთხოვნებს, რაც აქციაზე გაჟღერდება, თუმცა რუსთაველის გამზირზე არ მივლენ.

„გაგვაცნეს საკუთარი ინიციატივები, თუ რა ინიციატივებით გამოვა გაერთიანებული ოპოზიცია, რა მოთხოვნები ექნება მას ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ამ მოთხოვნებში ვართ მათთან სოლიდარული, ვეთანხმებით. ძირითადი თემა არის საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო სისტემა, რაც ძირეულად შესაცვლელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივებში და მხარს დავუჭერთ მომავალშიც. 

გაერთიანებული ოპოზიცია ხვდება თავის მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ჩვენც სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის, მოთხოვნებს, რომელიც აქ გაჟღერდება.

ქუჩაში ამ აქციაზე რესპუბლიკელები არ ვიქნებით, თუმცა ამ ინიციატივებში მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ.

„ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებსმისივე თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს, რის გამოც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. „ძალა ერთობაშიას“ მიერ დაანონსებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება.

რესპუბლიკური პარტია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]