weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ინაუგურაციის დღეს შესაძლო პროვოკაციებს სათანადოდ შევხვდებით – კობახიძე

15:09 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

„პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად იგეგმება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდად და ოპოზიციას პროვოკაციების შესაძლებლობა არ მიეცემა.

„დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე. შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, კვირას, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის არსებულ ტერიტორიაზე აპირებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში მასშტაბური საპროტესტო აქცია 12 დეკემბერს დააანონსა. ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]