weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაინც ჩავალთ თელავში და მაგ ქალს ინაუგურაციას არ ჩავატარებინებთ – კირკიტაძე

10:48 კვირა, 16 დეკემბერი 2018
ფოტო: facebook.com/GregoryVashadze.Ge/ ფოტო: facebook.com/GregoryVashadze.Ge/

„ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში და არ ჩავატარებინებთ მაგ ქალს ინაუგურაციას, იმიტომ, რომ არც მთავარსარდალია და არც პრეზიდენტი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ გომბორის გადასახვევთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა.

„ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში. მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ. მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას, რომელიც თელავში ინაუგურაციის პარალელურად აქციის ჩასატარებლად მიემართებოდა, გომბორის გადასახვევთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ, მსვლელობა ალტერნატიული გზით, გურჯაანის გავლით გაეგრძელებინათ.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დილის 9 საათზე გაემგზავრნენ. ისინი თელავში შეკრებას 13:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავენ იმის მიუხედავად, რომ ამ ადგილას აქციის ჩატარებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ უარი უთხრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა 12 დეკემბერს დააანონსა. მაშინ ვაშაძემ თქვა, რომ ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც „მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის ფარგლებში“.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 15:00 საათზე, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე დაიწყება.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და სალომე ზურაბიშვილს არჩეულ პრეზიდენტად არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]