weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი დანიშნა

12:51 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია დანიშნა, ხოლო საპარლამენტო მდივნად – დიმიტრი გაბუნია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში, სადაც მუშაობა დღეიდან დაიწყო.

„გუშინ უკვე ოფიციალურად დავნიშე ლაშა ჟვანია როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დიმა გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე ძალიან ბევრი საქმეა. პრესასთან ურთიერთობას ნათია პავლიაშვილი აგრძელებს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს საზოგადოებას კვირის ბოლოს გააცნობს.

ლაშა ჟვანია, ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდს ხელმძღვანელობდა. 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2003–2008 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.

დიმიტრი გაბუნია ადვოკატია, რომელიც რამდენიმე გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული. რამდენიმე თვის წინ დიმიტრი გაბუნია იცავდა „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვა დაიწყო, საქართველოს ქალთა მოძრაობამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, გაეთვალისწინებინა ქალთა საკითხების მიმართ გაბუნიას შეხედულებები.

ქალთა მოძრაობის წევრების განცხადებით, ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. მისმა ადვოკატმა კი მათ თავი დაამახსოვრა ფრაზით: „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]