weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიცია კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით გურჯაანში აქციას გამართავს

22:53 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ აქციას გამართავს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აქცია გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართება.

„ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს შეუძლია შემოგვიერთდეს. იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად როდის იქნება პროცესი, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით მანამ, ვიდრე პროცესი არ ჩატარდება.

ვითხოვთ მარტივ რამეს – დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი.

პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში. ასეთი ტიპის აქციები, რაც ხვალ გურჯაანში გვაქვს, იქნება სხვადასხვა ქალაქშიც, იმის მიხედვით, თუ რა პროცესი იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აქცია იქნება მშვიდობიანი და კანონგარეშე ქმედებას არ დაუშვებენ.

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული.

პროკურატურა კირკიტაძეს ბრალს ხვალ წარუდგენს, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავების შემდეგ მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]