weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი? – ვაშაძე

13:56 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

„დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან. მისი თქმით, საქართველოში სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და თუ საჭირო გახდება, კირკიტაძის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წაიღებენ.

„დაველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ ხარ ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მითუმეტეს, არც სასამართლოში არ მიგიყვანენ. თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემ, მაშინ ძალიან მსუბუქ რაღაცას წაგიყენებენ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხარ, ეცდებიან, რაც შეიძლება მძიმე მუხლი წაგიყენონ.

გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენი კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება, რომ ეს არ შევარჩინოთ, ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული.

პროკურატურა კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავების შემდეგ მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]