weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სინამდვილეში ივანიშვილმა უთხრა ეკა ბესელიას, რომ უნდა წასულიყო – ოთარ კახიძე

12:46 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

ეკა ბესელიას წასვლა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არანაირ კავშირში არ არის სასამართლოს საკითხთან. ესეც ივანიშვილის სურვილია, რომელსაც ქალბატონმა ეკამ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სასამართლოს საკითხი მიაბა და საზოგადოებას ეს პრინციპულ ნაბიჯად შემოასაღა“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით.

ოთარ კახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სასამართლოს თემაზე ერთმანეთს ეკინკლავებიან, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია შეთანხმებული იყო უშუალოდ ივანიშვილთან. მურუსიძესთან კონტრაქტი გააფორმა ივანიშვილმა და ამ პირების დამტკიცებაც ივანიშვილის სურვილი იყო, ამიტომ თუ დაპირისპირებაზე ფიქრობენ, იმის ვაჟკაცობა უნდა ეყოთ, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდნენ.

სინამდვილეში ივანიშვილმა უთხრა ეკა ბესელიას, რომ ის უნდა წასულიყო. ეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო.

„ქართული ოცნება“ არ არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პირთა ჯგუფი. ეს არის ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი, რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ ძალაუფლება და რაღაც დოზით წინა ხელისუფლების სიძულვილი. სხვა პოზიტიური დღის წესრიგი ან იდეოლოგია ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთზე ასე საუბრობენ. მათი მმართველობის განმავლობაში იმდენი პრობლემა დაგროვდა. იმდენი ცუდი საქმე, კორუფციული შემთხვევები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები დაგროვდა, რომ ამით აშანტაჟებენ ერთმანეთს. ამ შანტაჟზე, ივანიშვილის ფულზე, ოპონენტების სიძულვილზე - ამ არაჯანსაღ კომპონენტებზე დგას ეს ხელისუფლება. შესაბამისად, არანაირი მომავალი მათ არ აქვთ“, – აღნიშნა კახიძემ.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება. გუშინვე, კომიტეტის სხდომაზე, ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი სოფო კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კილაძემ თქვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ბესელიას გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს არ უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]