weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ მოსამართლეთა ეს სია დამტკიცდება, პარლამენტში თავს ავიფეთქებ – ფოფხაძე

21:14 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, ძალიან გაბრაზდება და შესაძლოა დანაშაულიც ჩაიდინოს.

„თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. წამოსვლა ამ შემთხვევაში, შეიძლება, ვერც მოვახერხო... ძალიან გავბრაზდები. ჭკუიდან გადავალ. არაადეკვატური გავხდები... რაში გამოიხატება ეს – მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს​, ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე“, – განაცხადა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.

მისივე თქმით, ეს საკითხი მისი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა, ამიტომ უკან ვერ დაიხევს: „შეიძლება ისეთი რამ გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება“.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი, მათ შორის, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, თამარ ჩუგოშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე, იუსტიციის საბჭოს მიერ სიის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვენ. სიისადმი პროტესტის მიზეზით ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა. განცხადების მიხედვით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]