weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„აძინოკი ვოლკ“ – დეპუტატი რევაზ არველაძე ეკა ბესელიაზე

16:23 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

„ქართულად ვერ ვთარგმნი და რუსულად არის „скатертью дорога“-ო. ვისაც წასვლა უნდა, უნდა წავიდეს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ასეთი სურვილი არ გამჩენია“, – განაცხადა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, რევაზ არველაძემ პარტიიდან დეპუტატების წასვლასთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე, მოახერხებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შესაქმნელად დეპუტატების შემოკრებას, არველაძემ თქვა, რომ ეს ძნელი იქნება.

„რამდენიმე კაცმა მასთან ერთად გააკეთა განცხადება და ეს ექვსი [დეპუტატი] მოგროვდება თუ არა, არვიცი. ისე, ალბათ, რაღაც უნდა შექმნას, რადგან წავიდა. აქაც რუსულ გამოთქმას მოვიშველიებ „აძინოკი ვოლკ“. მარტო მუშაობა ძნელია მაინც. არვიცი, იმპიჩმენტს რამდენად მოახერხებს, მაგრამ შემოკრებით შესაძლებელია შემოიკრიბოს [დეპუტატები]. არაფერი გამორიცხული არ არის“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე 22 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტის ხელმომწერები გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც იყვნენ, რომლებმაც ასევე დატოვეს „ქართული ოცნება“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრობაზე უარი თქვა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წვრმა ბექა ნაცვლიშვილმაც.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავს და არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]