weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობიდან არ გაათავისუფლა

14:30 სამშაბათი, 12 მარტი 2019

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობა არ განიხილა.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, კირკიტაძის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება შერჩევითი სამართლის კლასიკური ნიმუშია. მისივე თქმით, დაახლოებით თვენახევარში კვლავ დააყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს.

„ვეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ, რომ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, თუმცა ამის დიდი იმედი არ გვაქვს“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

მისივე თქმით, წინა სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ განმარტა, რომ ბრალდებულს პატიმრობიდან ვერ გაათავისუფლებდა, რადგან თავდები პირები სასამართლოში არ იმყოფებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე კონდახაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ წარდგენილი ჰქონდა 2000-ზე მეტი თავდები პირის ხელმოწერა, ხოლო სასამართლოში იმყოფებოდნენ თავდებები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები.

„წინა სხდომაზე მოსამართლემ პირდაპირ განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიზეზის გამო. თუმცა, როდესაც ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, მან საერთოდ უარი თქვა შუამდგომლობის განხილვაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომა აქციის ფონზე ჩატარდა. გურჯაანში 300-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული.

დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]