„აპრილის პირველი რიცხვებისთვის უკვე იქნება ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ იქნება ჩვენგან მერობის კანდიდატი“, – ციტირებს რადიო ახმედ იმამკულიევის კომენტარს.
მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის მაისში უნდა გაიმართოს.
ახმედ იმამკულიევი, რომელიც ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, მერის თანამდებობაზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც იყრიდა კენჭს. მან ამომრჩეველთა ხმების 19.14% (7077 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა თემურ აბაზოვმა - 69.71% (25 773 ხმა).
რაც შეეხება თემურ აბაზოვს, ის 2018 წლის ივნისში დააკავეს და ბრალი არაადამიანური მოპყრობისთვის წარუდგინეს. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ ის წინასწარი პატიმრობიდან დეკემბერში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მარნეულის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა.
„ვფიქრობ, ამ პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა აბაზოვმა.
თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისგან ითხოვს 7 თვის, ანუ იმ პერიოდის განაცდურ ხელფასს, როცა ის დაკავებული იყო და უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.