weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ხულოს მერობის კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიციამ ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა

17:47 შაბათი, 06 აპრილი 2019

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე იქნება. დღეს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ წარადგინა.

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი ჯორბენაძე ხულოს მერი გახდება: „ყოველთვის იგებდა დაბას, მოიგებს ხულოსაც, მოიგებს იმისათვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დააბრუნოს პატიოსნება, განვითარება და მოქალაქისადმი ყურადღება“, – ამბობს ვაშაძე.

„საზოგადოების მესიჯი და მზადყოფნა იმისთვის, რომ შეიცვალოს არსებული ხელისუფლება, ხულოშიც თვალსაჩინოა. საპრეზიდენტო არჩევნებში აქ 45% ავიღეთ, ანუ ხალხი გვიგზავნის მესიჯს - მოემზადეთ, დრო თქვენზე მუშაობს. ამ არჩევნებს უფრო კონსოლიდირებულები და მომზადებულები ვხვდებით“, – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ის ხულოს მერად კენჭს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც იყრიდა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, გოჩა მელაძეზე ორჯერ ნაკლები ხმები მიიღო.

2018 წლის ოქტომბერში ხულოს არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა, რის გამოც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო. არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება და მასში „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ბერიძე მიიღებს მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]