weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოძალადე მმართველების ადგილი საქართველოში აღარ უნდა იყოს – ირაკლი ღარიბაშვილი

18:09 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხულოში, სადაც რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატი წარადგინა, ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ მოძალადე მმართველების ადგილი საქართველოში აღარ უნდა იყოს.

„ნურავის ექნება იმედი, ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ჯერ კიდევ ოპონენტებად წოდებულებს, რომელთაც საზოგადოებაში შემოაქვთ მხოლოდ დესტრუქცია და შუღლი, დაპირისპირება და ქაოსი, ამ ადამიანების ადგილი ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკაში არ უნდა იყოს. მოძალადე მმართველების ადგილი საქართველოში აღარ უნდა დაბრუნდეს. ხულოს ჰყავს ძალიან ღირსეული დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, გეყოლებათ ღირსეული მერი ვახტანგ ბერიძე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი საქმე გააკეთა და პროგრესი ყველა მიმართულებით არის.

„კარგად გვესმის ყველა ის გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს - სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებისთვის, თქვენი მეტი ჩართულობა, მაგრამ ჩვენი გუნდი, პარტიის ხელმძღვანელის ლიდერობით, ამ პრობლემებს თანმიმდევრულად, სწრაფად და ხარისხიანად გამოასწორებს“, – მიმართა ხულოში შეკრებილ ამომრჩევლებს ღარიბაშვილმა.

2018 წლის ოქტომბერში ხულოს არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა მანამდე თანამდებობიდან გაათავისუფლა პირველი მოადგილე და მის ადგილზე ვახტანგ ბერიძე დანიშნა, რომელიც ხულოს პოლიციის უფროსი იყო.

ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი ირაკლი ჯორბენაძე იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]