weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ხულოში ხმის მისაცემად მისულ მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

11:49 კვირა, 19 მაისი 2019

ხულოში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაბა ხულოს N1 უბანზე მისულს, დერეფანში მოუწია ლოდინი.

„პიანინოს თავზე“ დარჩენილი მოწმობა ირაკლი ჯორბენაძეს რამდენიმე წუთში მიუტანეს და მან საკუთარი არჩევანი გააკეთა.

„მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ხულოში დღეს მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. მმართველი პარტიიდან კენჭს ვახტანგ ბერიძე იყრის.

რიგგარეშე არცევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2018 წლის ოქტომბერში, ხულოს არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მელაძემ გადადგომამდე თანამდებობიდან გაათავისუფლა პირველი მოადგილე და მის ადგილზე ვახტანგ ბერიძე დანიშნა, რომელიც ხულოს პოლიციის უფროსი იყო. მერობის კანდიდატად წარდგენამდე, ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის უფლებამოსილებას ასრულდებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]