weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამომრჩეველმა მაიძულა, მგონი საკრებულოს არ დავტოვებ – ნანა კოსტავა

11:20 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნებაკონსერვატორების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ, რომელმაც ფეისბუქზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა, დეპუტატის მანდატის დატოვება სავარაუდოდ გადაიფიქრა. ამის შესახებ მან პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების დაწერას კოსტავა დღეს აპირებდა, თუმცა, როგორც ამბობს, ამომრჩეველთა თხოვნის საფუძველზე გადაიფიქრა.

„არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ასე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ მე მიკვირს, ვიღაც ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე, ეს მიკვირს მე. მეორე საკითხი – 

ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ“, – აღნიშნა კოსტავამ.

ნანა კოსტავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის არც საკრებულოში მისულა.

28 მაისს ნანა კოსტავამ ფეისბუქზე გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. კოსტავას მიერ პოსტის გაზიარება დროში დაემთხვა 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ბარკერის 16 წლის და დაიღუპა.

როგორც გაირკვა, მსგავსი შინაარსის პოსტი ნანა კოსტავამ 2017 წლის 24 თებერვალსაც გამოაქვეყნა, როდესაც ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი საავადმყოფოში გარდაეცვალა. მაშინ საკრებულოს დეპუტატი წერდა, რომ „ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

ნანა კოსტავამ უკვე დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა. ის ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]