ალექსანდრ ნევზოროვი რადიო „ეხო მოსკვის“ პოპულარული საავტორო გადაცემის წამყვანია. „ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, მას ყოველ ოთხშაბათს მილიონობით ადამიანი უსმენს.
საქართველოს მხარდაჭერას მას შემდეგ უცხადებენ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების ბრძანება გამოსცა. რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან ეკრძალებათ.
კრემლში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.