weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკა მელიას დაპატიმრება მიზანშეწონილი არ არის – ლომჯარია

09:23 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც 20 ივნისის აქციის „სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო“ პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილი არ არის.

ნინო ლომჯარიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 26 ივნისის პლენარულ სხომაზე, პარლამენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

„მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!

ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითრების განმუხტვისა და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რასაც, არსებული საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს ლომჯარია.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში სდებს. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიტინგის დროს, დეპუტატმა შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაზე.

პროკურატურას მიაჩნია, რომ არსებობს როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

„აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენება იმ დროს როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულებასა და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას... ამასთანავე, სახეზე გვაქვს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტი, რაც გულისხმობს საფუძვლიან ეჭვს ბრალდებულის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ“, – განმარტა ამირან გულუაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]