weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სანქციებზე ვლადიმერ პუტინის განცხადებას დავით ზალკალიანი მიესალმება

21:12 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხზე, ცალსახად სწორი და მისასალმებელია. ამის შესახებ ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკენელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც გამოიწვია შემდგომ სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია, კატეგორიულად მიუღებელი იყო.

ბუნებრივია, ამას მოჰყვა შემდგომ გართულება, თუნდაც რუსეთის დუმის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ის, რაც მე თქვენგან მოვისმინე, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს ცალსახად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ შეიძლება მიესალმო ამას, რადგანაც არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც მოჰყვა სიტუაციის გამწვავება და რომლის მიზანიც იყო სწორედ სიტუაციის დესტაბილიზაცია… არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლებოდა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

რუსეთის სახელმწიფო დუმა საქართველოდან ღვინისა და მინირალური წყლების იმპორტი აკრძალვას, ასევე უსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეზღუდვას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]