weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს

12:59 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს. სააგენტო „კომერსანტს“ ამის შესახებ წყარომ განუცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

„თუ საქართველოში ვითარება ნორმაში ჩადგება, რუსოფობია შეწყდება, იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები, შესაძლებელი იქნება ავიამიმოსვლაზე საუბარი“, – ამბობს „კომერსანტის“ წყარო.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების გადახედვა „რუსთავი 2“-ის ეთერში ვლადიმერ პუტინის გინებაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციისა და სანქციების დაწესებაზე პუტინის წინააღმდეგობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„კომერსანტის“ წყარო აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გამწვავებამდე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაც განიხილეობოდა და საქმის ბოლომდე მიყვანას ხელი თბილისში 20 ივნისს დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა შეუშალა.

„თუ ქართულ-რუსული ურთიერთობები გაუმჯობესდება, ყველაფრის უკან დაბრუნება იქნება შესაძლებელი“, – ციტირებს „კომერსანტი“ თავის წყაროს.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან შეწყდა. 9 ივლისს კი, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მთავრობას მისცა რეკომენდაცია, განიხილოს საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა, რაც რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტანის აკრძალვას და ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების შეზღუდვას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]