weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქალის დაკნინება არავის უნდა გაუვიდეს – კილაძე საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარზე

16:48 შაბათი, 13 ივლისი 2019

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ წევრის, ლევან ონიანის მიერ გაკეთებულ სექსისტურ კომენტარს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ეხმაურება.

სოციალურ ქსელში კილაძე ინგა გრიგოლიას მიმართავს და ამბობს, რომ ქალის დაკნინება ჩვენს საზოგადოებაში არავის უნდა გაუვიდეს.

„ასეთი გამონათქვამები ქალების წინააღმდეგ არის სამარცხვინო, მით უმეტეს, საქართველოს ტრადიციულ კულტურაში, სადაც ქალებს განსაკუთრებულად სცემენ პატივს. ორმაგად სამარცხვინოა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი“, – წერს კილაძე.

ინგა გრიგოლია სოფო კილაძეს მადლობას უხდის და იმედს გამოქთვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ მომხდარზე ადეკვატური რეაქცია ექნება.

„იმედია, ეს უზრდელი ჩინოვნიკი ბოდიშს მოიხდის და შესაბამის პასუხისმგებლობასაც დააყენებენ პარტიაში“, – წერს ჟურნალისტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის პოსტის პასუხად.

ლევან ონიანმა პოსტზე, რომელიც გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას და შს მინისტრ გიორგი გახარიასთან მის ინტერვიუს ეხებოდა, დაწერა: „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. „რეგინფო“ ონიანს ვერ დაუკავშირდა, თუმცა მან სხვა მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ თავის კომენტარში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას არ გულისხმობდა.

ლევან ონიანის განცხადებასთან დაკავშირებით 15 ივლისს, რუსთავის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები მისგან საჯარო მოდიშს მოითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]