weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გრიგოლიას მიმართ განხორციელებული ბულინგი ჩემთვის მიუღებელია – გახარია

23:42 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანის, ინგა გრიგოლიას მიმართ ბულინგს ახორციელებდნენ, რომელიც მისთვის „აბსოლუტურად მიუღებელია“.

შს მინისტრმა გრიგოლიას მადლობა გადაუხადა გადაცემა „რეაქციაში“ გამართული მწვავე დისკუსიისთვის.

„მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ წევრმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა იმ პოსტზე, რომელიც ეხებოდა ინგა გრიგოლიას ინტერვიუს გიორგი გახარიასთან, დაწერა: „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. მოგვიანებით მან ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კომენტარი სხვა ინგაზე იყო.

ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ალექსანდრე სიმონიშვილმა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ინგა გრიგოლია არის ძ..ნა და ქვეყნის მტერი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]