შს მინისტრმა გრიგოლიას მადლობა გადაუხადა გადაცემა „რეაქციაში“ გამართული მწვავე დისკუსიისთვის.
„მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ წევრმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა იმ პოსტზე, რომელიც ეხებოდა ინგა გრიგოლიას ინტერვიუს გიორგი გახარიასთან, დაწერა: „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. მოგვიანებით მან ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კომენტარი სხვა ინგაზე იყო.
ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ალექსანდრე სიმონიშვილმა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ინგა გრიგოლია არის ძ..ნა და ქვეყნის მტერი“.