weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოქრუაშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

15:16 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„ირაკლი ორქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია. გასაჩივრების პარალელურად, გავგზავნით წერილებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფაქტებზე დაყრდნობით, წარვადგენთ ინფორმაციას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე „რუსთავი 2“-ის საქმეზე“, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება. 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოქრუაშვილის თანაპარტიელები მისი დაკავების რეალურ საბაბად მიიჩნევენ არა 20-21 ივნისის მოვლენებს, არამედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს. ოქრუაშვილის მტკიცებით, „რუსთავი 2“ 2004 წელს შეიძინა, რისთვისაც 1 მლნ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ჯემალ იმნაიშვილის ხელით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუხადა, გარდა ამისა, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილი, რაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო. ოქრუაშვილმა სასამართლოსაც მიმართა და „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადება მოითხოვა, თუმცა მისი განცხადება სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]