weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჩემს ქვეყანაში ირმა ინაშვილი ციხეში მოხვდებოდა – მეთიუ ბრაიზა

10:08 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის შეჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოდიში თავად ინაშვილმა უნდა მოიხადოს.

„ისინი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ფაქტობრივად იმ დროს მოვიდნენ, როდესაც რუსეთზე დისკუსიას ვიწყებდით. ვფიქრობ, ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია. მათ ამით სიგნალი სხვებს მისცეს. საოცარია, როგორ იქცეოდნენ. ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. ამის გამო, ბოდიში თავად უნდა მოიხადოს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

ამერიკელ დიპლომატს მოსწონს ნატოს-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადება – საქართველო ისე გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, რომ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.

„ეს არის არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც გაამართლებს ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დამუხრუჭებას. სწორედ ეს იყო 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის მონაწილეების არგუმენტი, რომ ვერ მიიღებდნენ ალიანსში ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, რადგან ეს რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევდა. ეს იმის ფონზე, როდესაც დასავლეთ გერმანია მაშინ გახდა ნატო-ს წევრი, როდესაც მის აღმოსავლეთ ნაწილებში საბჭოთა ჯარი იდგა. რასმუსენის ინიციატივა ამგვარ ბარიერებს აბათილებს. სწორედ ამ არგუმენტებზე ვმსჯელობდით, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შემოიჭრნენ“, – აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

10 სექტემბერს, ირმა ინაშვილი თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ის მიწვეული არ ყოფილა, ხმაურით მივიდა. როგორც ინაშვილმა თქვა, მას სურდა პასუხი გაეცა იმ განცხადებებზე, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ კონფერენციაზე გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ინაშვილსა და მედიას შენობის დატოვება მოსთხოვა. საბოლოო ჯამში, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს. იმის გამო, რომ მას საუბარი გაუგრძელდა, დევიდ კრამერმა უთხრა, რომ მეტ დროს ვეღარ მისცემდა. ამის გამო, ირმა ინაშვილმა ამრიკელ დიპლომატს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]