weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილის ბრძანებით გამოშვებული ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იყო – სააკაშვილი

19:12 ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდიაციას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა და მისი გარემოცვის წევრების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“,
– აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი კიევის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა მოკლული.

შოთა ჭიჭიაშვილი 2000-იანი წლების დასაწყისში პანკისის ხეობაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. 2001 წელს ის საქართველოდან რუსეთში წავიდა, სადაც 2003 წელს დააკავეს და საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს. 2005 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჭიჭიაშვილი დამნაშავედ ცნო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია. სასამართლომ ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა. 2013 წელს ის ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გავრცელებული ცნობებით, ჭიჭიაშვილი ფიგურირებს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, ვახო სანაიას მკვლელობის საქმეში. გასულ წელს მსჯავრდებულმა კონსტანტინე ციხისთავმა განაცხადარომ გიორგი სანაია სწორედ შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ციხისთავი ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია. მისი ამ განცხადების შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]