weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს – TV პირველი

17:29 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა. თურნავამ თანამდებობა შეინარჩუნა მთავრობის ახალ შემადგენლობაშიც, რომელიც გიორგი გახარიამ დააკომპლექტა.

ნათია თურნავას სახელი უკავშირდება 2019 წლის აპრილის ბოლოს, პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის გამო შექმნილ კრიზისს. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თურნავას გადადგომასაც მოითხოვდა.

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2013-2018 წლებში თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ის ასევე იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]