weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობიდან გადადგა

12:47 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. თოფურიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება და პარტიასთან ერთად მუშაობას აგრძელებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით“, – აცხადებს ნიკოლოზ თოფურიძე.

მისივე თქმით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით ხარაგაულის საკრებულოს დღეს მიმართავს. ნიკოლოზ თოფურიძის მოვალეობას მისი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.

ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოთხი წლის ვადით აირჩიეს. მანამდე, 2016 წლის ნოემბრიდან ის ხარაგაულის გამგებელი იყო.

ბოლო თვეებში უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვიტეს კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ონის მერმა ემზარ საბანაძემ. როგორც „რეგინფომ“ გამოარკვია, ემზარ საბანაძეს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. კომახიძეს ამ საკითხზე ბრიფინგი დღეს, 13 ივლისს უნდა გაემართა, თუმცა დილით გაირკვა, რომ მერი შვებულებაში გავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]