weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო

15:22 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

ოპოზიცია, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაციაზე შეთანხმდა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საარჩევნო პერიოდში, ხმების დაცვის მიზნით ყველა ოლქში კოორდინირებულად იმუშავებენ, მათ შორის იმ ოლქებშიც, სადაც კონკურენტი კანდიდატები ჰყავთ.

დეკლარაციის თანახმად, „საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, თანხმდება, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს“.

„ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.

ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად.

ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება.

ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დღესვე, ოპოზიცია თბილისის დარჩენილ ორ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყრის. დარჩენილ ექვს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები ოპოზიცამ 19 ივნისს დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]