„ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის“, - დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ოლქში კენჭს იყრის გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ 19 ივნისს წარადგინა. გიორგი ვაშაძემ „ძალა ერთობაშია“ 27 ივლისს დატოვა.
ვაშაძისა და დეკანოიძის გარდა ისნის ოლქში კენჭს იყრიან: კახი კახიშვილი („ქართული ოცნება“), ლანა გალდავა („ლელო“) და დავით ჭიჭინაძე („ტრიბუნა“).