weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის მეორე ტალღა ფაქტობრივად იწყება – პრემიერი

15:19 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე იყო ნავარაუდები, ფაქტობრივად იწყება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დღეში საშუალოდ, 6-7 ათასი PCR ტესტის გაკეთება შეუძლია, სულ მალე კი შესაძლებელი იქნება 10 ათას ტესტზე ასვლა.

„იმისთვის, რომ სტრატეგია, რომელიც პირველი დღიდან ავირჩიეთ – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სწრაფად, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, შევასრულოთ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ადამიანის საბაზისო მოთხოვნები არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.

გიორგი გახარიამ მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, 15 აგვისტოდან მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ სხვა რეგიონებში, საქმის კურსში ჩააყენონ განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე მოუწოდა დამსაქმებლებს, მაქსიმალურად იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 451 აქტიური შემთხვევაა.

 

ქუთაისის ერთ სკოლაში კორონავირუსი 21 მასწავლებელს დაუდასტურდა

COVID-19-ის გამო ცაგერის 2 სოფელში პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]