„არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“, – თქვა გახარიამ.
საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ამავე დღეს უნდა გაიმართოს ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იზრდება: დღეს 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ, 11 სექტემბერს 87 შემთხვევა იყო დადასტურებული, 10 სექტემბერს – 57, ხოლო 9 სექტემბერს – 44.